Numbeo-მ სურსათის ფასების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს 146 ქვეყანას შორის, სურსათის ფასების ინდექსში საქართველო 90-ე ადგილზეა 35.7 ქულით და ამ მაჩვენებლით, რეგიონში ყველაზე ძვირი სურსათი საქართველოშია.
მაგალითისთვის, Numbeo-ს ინდექსში
სომხეთი 97-ე პოზიციაზეა 34.1 ქულით;
აზერბაიჯანი - 119-ზე 28.4 ქულით;
თურქეთი - 114 -ზე 30.3 ქულით;
რუსეთი - 130-ზე 25.9 ქულით;
უკრაინა - 127-ზე 26.6 ქულით.
აღსანიშნავია, რომ ისეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი, ყირგიზეთი და უკრაინა იმ ქვეყნების ოცეულში მოხვდა, სადაც სასურსათო პროდუქტები ყველაზე იაფია.
მსოფლიოში სურსათი ყველაზე ძვირი ბერმუდაში, შვეიცარიასა და კაიმანის კუნძულებზეა. ათეულშია: აშშ-ს ვირჯინიის კუნძულები, ისლანდია, სამხრეთ კორეა, ბაჰამის კუნძულები, ჰონგ კონგი, ბარბადოსი, ნორვეგია. ამ ქვეყნების მაჩვენებელი Numbeo-ს სურსათის ფასების ინდექსში 77.5-დან 143.6-ია.
მსოფლიოში ყველაზე იაფი სასურსათო პროდუქტები: პაკისტანში, ავღანეთსა და ნიგერიაშია. ათეულშია ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: ლიბია, ირანი, ინდოეთი, სირია, მადაგასკარი, კენია, ბელარუსი.