„საქართველოსთან თანამშრომლობა 25 წლის წინ დავიწყეთ ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, რადგან საქართველოთი ძალიან ვამაყობთ. ის, რასაც საქართველომ მიაღწია ბოლო 25 წლის განმავლობაში, მართლაც მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს ქვეყანა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობას ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის, შემდეგ კი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის, ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის, რათა გახდეს ერთგვარი ეკონომიკური ჰაბი,“ - განაცხადა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გაწევრიანების დირექტორატის ხელმძღვანელმა მაი კოშიკავამ, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ორგანიზაციის შტაბბინაში WTO - ში გაწევრიანების 25 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

როგორც ორგანიზაციის გაწევრიანების დირექტორატის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველო არის ტრანსპორტისა და ვაჭრობის ჰაბი და მიზნად ისახავს საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის ცნობადობის გაზრდას. „რთულია, ისეთივე სამაგალითო სხვა ქვეყანა გაიხსენო, როგორიცაა საქართველო. ასე რომ, მე მაქვს თხოვნა საქართველოსადმი: გთხოვთ, გააზიარეთ თქვენი გამოცდილება, თუ რა სარგებელი მოაქვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობას ქვეყნისთვის, ხალხისთვის, და განსაკუთრებით კი გაუზიარეთ მათ, ვინც ჯერ კიდევ გაწევრიანების პროცესშია. რეგიონში ჯერ კიდევ დარჩენილია რამდენიმე ასეთი ქვეყანა,“ - აღნიშნა მაი კოშიკავამ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს