ნიგერში სამხედრო გადატრიალებიდან ორი კვირის შემდეგ, ხუნტამ ახალი პრემიერმინისტრი დაასახელა. ნიგერის პრემიერმინისტრის პოსტს ყოფილი ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი ალი მაჰამან ლამინ ზაინი დაიკავებს.

როგორი ეკონომიკური ურთიერთობა აქვს ნიგერს და საქართველოს.  საქსტატის მონაცემებით მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოდან ნიგერში  139 650 აშშ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. ნიგერიდან კი 44 360 აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა.

რაც შეეხება პროდუქციას, ყველაზე დიდი ოდენობით ნიგერში  ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები გავიდა ექსპორტზე 52.50 ტონა, რომლის ღირებულებამაც  119 000 აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტზე ასევე გავიდა 8 ტონა, 20 200 ლარის ღირებულების ღვინო. ასევე მცირე რაოდენობით ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

რაც შეეხება იმპორტს, ნიგერიდან საქართველოში შემოიტანეს 17.60 ტონა ზეთოვანი კულტურების თესლი და ნაყოფები. რომლის ღირებულებამაც 43 620 აშშ დოლარი შეადგინა. ასევე 160 აშშ დოლარის პარიკები, წამწამები და წარბები, შინიონები და ანალოგიური ნაწარმი. უმნიშვნელო რაოდენობით სუნელები და კოსმეტიკა.