2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ რუსეთთან 1 059.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, შესაბამისად, რუსეთი თურქეთის შემდეგ სავაჭრო პარტნიორთა შორის მეორე ადგილზეა.

იანვარ-მაისში რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში 11.2%-ია (281.3 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო იმპორტში 13,3%-ი (778.6 მლნ. აშშ დოლარი).

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი, რომელიც რუსეთში გადის:

ღვინოები - 69 მილიონი დოლარი;

ფეროშენადნობები - 45.4 მილიონი დოლარი ;

მსუბუქი ავტომობილები - 41.4 მილიონი დოლარი;

მინერალური და მტკნარი წყლები - 27.6 მილიონი დოლარი;

გაზიანი და შაქრიანი სასმელები - 25.6 მილიონი დოლარი.

უმსხვილესი საიმპორტო საქონელი, რომელიც რუსეთიდან შემოგვაქვს:

ნავთობპროდუქტები - 263.6მილიონი დოლარი;

ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები  - 82.8 მილიონი დოლარი;

ხორბლის ფქვილი - 17 მილიონი დოლარი;

ბოთლები და მინის ტარა - 22 მილიონი დოლარი;

ხორბალი - 21 მილიონი დოლარი;

ქვანახშირი - 17.9 მილიონი დოლარი.