2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 457.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 271.2 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (820.9 მლნ. აშშ დოლარი).

იანვარ-ივნისში აშშ-ს წილი საქართველოს ექსპორტში 1.5%-ია (45.712 მლნ აშშ დოლარი), ხოლო იმპორტში 10.7%-ი (775.194 მლნ. აშშ დოლარი).

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი, რომელიც აშშ-ში გადის:

ფეროშენადნობები - 30.765 მლნ დოლარი, 23 524.3 ტონა

ყურძნის ნატურალური ღვინოები - 2.670 მლნ დოლარი, 426 ტონა

ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 1.754 მლნ დოლარი, 1 318.3 ტონა

სპირტიანი სასმელები - 1.221 მლნ დოლარი, 284.8 ტონა

ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 988.1 ათასი დოლარი, 70.8 ტონა

დანარჩენი საქონელი – 8.311 მლნ დოლარი.

უმსხვილესი საიმპორტო საქონელი, რომელიც აშშ-დან შემოგვაქვს:

მსუბუქი ავტომობილები (ცალი) - 719. 452 მლნ დოლარი, 59 545 ცალი

მეორადი ტანსაცმელი და ნაწარმი - 4.311 მლნ დოლარი, 277.4 ტონა

კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 3.672 მლნ დოლარი, 58.1 ტონა

თხილი და სხვა კაკალი - 2.447 მლნ დოლარი, 979.9 ტონა

პოლიმერები ვინილქლორიდისა ან სხვა ჰალოგინირებული ოლეფინებისა - 2.051 მლნ დოლარი, 2 563 ტონა

დანარჩენი საქონელი– 43.257 მლნ დოლარი.