საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა 262.656 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც 11.6%-ით ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე. 

კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ირანიდან იმპორტმა 229.840 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში 264.768 მლნ აშშ დოლარი. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ირანში ექსპორტზე 32.816 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, 2024 წლის 11 თვეში კი 32.479 მლნ აშშ დოლარის.

2025 წლის იანვარ-ნოემბერში ირანიდან საქართველოში იმპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:

  • მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი - 23.918 მლნ აშშ დოლარი;
  • პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 18.153 მლნ აშშ დოლარი;
  • რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით - 14.496 მლნ აშშ დოლარი;
  • კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 13.315 მლნ აშშ დოლარი;
  • წნელები ცხლად ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან თავისუფლად დახვეულ ბუხტებად - 13.143 მლნ აშშ დოლარი.

2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ირანში ექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:

  • ხე-ტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი - 7.650 მლნ აშშ დოლარი;
  • მანგანუმის ოქსიდები - 4.913 მლნ აშშ დოლარი;
  • სიმინდი - 4.579 მლნ აშშ დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 2.493 მლნ აშშ დოლარი;
  • ხორბალი და მუსლინი - 2.066 მლნ აშშ დოლარი.