მსოფლიო ბანკი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელებას პროგნოზირებს. ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, ამ ქვეყნებში 2025-26 წლებში მოსალოდნელია 2.5%-იანი ზრდა. ანგარიში ხაზგასმულია, რომ ქვეყნებმა უფრო მეტი ინვესტიცია უნდა განათავსონ ინოვაციებში, განახორციელონ რეფორმები ახლად შექმნილი კომპანიების მხარდასაჭერად, გააღრმაონ ფინანსური ბაზრები და გაზარდონ ინვესტიციები კვლევის და განვითარების (R&D) მიმართულებით, გლობალურ ტექნოლოგიებზე,  ცოდნასა და კაპიტალზე ფოკუსირების პარალელურად.  

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეგიონის საშუალოშემოსავლიანქვეყნების მიერ მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, მათი ეკონომიკები გაცილებით დინამიური უნდა გახდეს. ნათქვამია, რომ სახელმწიფოებმა, რომლებმაც წარმატებით მოიპოვეს მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსი, აღნიშნულს სამეწარმეო დინამიზმის და ინოვაციის მეშვეობით მიაღწიეს, და ასეთი ზრდა უნდა შეინარჩუნონ ტექნოლოგიების, ექსპერტთა ცოდნისა და კაპიტალის გამოყენებით ფირმების შიგნით პროდუქტიულობის ასამაღლებლად.   

 

 

ბიზნესში ინოვაცია და ექსპერიმენტირება აუცილებელია პროდუქტიულობის ასამაღლებლად. ისინი მნიშვნელოვანი წინაპირობებია მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მისაღწევად და შესანარჩუნებლად. რეგიონის საშუალოშემოსავლიან ქვეყნებს  მაღალშემოსავლიანი ქვეყნების სტატუსის მოპოვება ფირმების ზრდის, ინოვაციის და კონკურენციის შემთხვევაში შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ქვეყანას ეკონომიკური ზრდის განსაახლებლად საკუთარი მიდგომა სჭირდება, ინოვაციის სტიმულირება და ბიზნესის  დინამიზმის ხელშეწყობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.“  - განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ივაილო იზვორსკიმ.  

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინვესტირება ახალგაზრდა ინოვაციურ კომპანიებში გაცილებით უფრო შედეგიანია, ვიდრე მთლიანად მცირე და საშუალო საწარმოების სექტორში, რამდენადაც აღნიშნული კომპანიები სამუშაო ადგილებს ქმნიან. ეს მიდგომა მოითხოვს მხარდაჭერას გრძელვადიან დაფინანსებაზე და სარისკო კაპიტალზე წვდომის გაუმჯობესებით. მიმოხილვაში ნათქვამია, რომ რეგიონს არ გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსები, რამდენადაც ვენჩურული კაპიტალი და აქციონერული დაფინანსება არასაკმარისადაა განვითარებული.  კონკურენციის გაძლიერება აუცილებელია ასეთი დინამიური ფირმების წარმოქმნის ხელშესაწყობად. რეგიონში წარმოდგენილია ძალზე ბევრი მცირე, დაბალპროდუქტიული საწარმო და სულ რამდენიმე მსხვილი კომპანია, რომლებიც არ მიეკუთვნებიან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საწარმოებს, და ხშირად დომინირებენ ბაზრებზე და აფერხებენ სამეწარმეო დინამიზმს. 

 

აღნიშნულია, რომ ასევე, საჭიროა ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც წაახალისებს ბიზნეს-ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვას. ასეთია, მაგალითად, გაცილებით ფართო და უკეთესად დაგეგმილი მიზნობრივი კვლევის და განვითარების წახალისება, რომელიც ფირმებს დაეხმარება პროდუქტიულობის და ინოვაციურობის ამაღლებაში. რეგიონის ბევრი საწარმო ამჟამად დამოკიდებულია რესურსების გადანაწილებაზე და თავისი საკუთარი ტექნოლოგიების შემუშავების ნაცვლად, ფუნქციონირებს როგორც უცხოური კომპანიების საწარმოო ობიექტი. 

მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში აუცილებელია მაღალუნარიანი შრომითი რესურსების და მეწარმეების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად, ისევე როგორც ტრენინგის მეშვეობით უნარების განახლების შესაძლებლობების შესაქმნელად.