2025 წლის სექტემბერში, რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 29%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 38 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ "თიბისი კაპიტალის" თანახმად, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი დანახარჯი მიმდინარე წლის აგვისტოში დაფიქსირდა, დროის ამ მონაკვეთში საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 40 ლარს გადააჭარბა.
მიმდინარე წლის სექტემბერში, თიბისი ბანკის არხებით, რესტორნებში უნაღდო დანახარჯების განაწილებამ რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 66 % და 34% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ რესტორნებში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად 19%-ითაა გაზრდილი, საშუალო ტრანზაქცია კი 28 ლარია. 57%-ითაა წლიურად გაზრდილი არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, ხოლო საშუალო დანახარჯი რეზიდენტების მაჩვენებელზე დაახლოებით 4-ჯერ მეტი, 121 ლარი დაფიქსირდა.