მსოფლიოში სურსათის ფასები ოჯახის დანახარჯების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. მოსალოდნელია, რომ 2026 წელს ზოგიერთ ქვეყანაში სურსათის ფასები მკვეთრად გაიზრდება, ზოგიერთში კი შედარებით სტაბილური დარჩება.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განახლებული პროგნოზით, 2026 წელს სურსათის ფასები ქვეყნების ნაწილში ორნიშნა ზრდას აჩვენებს, რიგ ქვეყნებში კი მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდება.

იმ ქვეყნების სათავეში, სადაც სურსათის ფასები ყველაზე მეტად გაიზრდება, ირანია. კერძოდ, აქ სურსათის ფასების 55.9%-ით ზრდა არის მოსალოდნელი, რაც გაცილებით მეტია გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე, რომელიც 3.2%-ს უტოლდება.

როგორც Visual Capitalist-ი წერს, რომ მეორე და მესამე ადგილებს არგენტინა (33.2%) და თურქეთი (25.1%) ინაწილებენ, რაც ორივე ეკონომიკაში მრავალწლიანი ინფლაციის ტენდენციის გაგრძელება იქნება.

უფრო კონკრეტულად, 10 ქვეყანა, სადაც სურსათის ყველაზე მეტად გაუფასურებაა მოსალოდნელი, ასე გამოყურება:

  • ირანი - 55.9%
  • არგენტინა - 33.2%
  • თურქეთი - 25.1%
  • ჰაიტი - 24.1%
  • მალავი - 21.2%
  • ნიგერია - 17.1%
  • ლიბანი - 14.9%
  • ანგოლა - 14.8%
  • ყაზახეთი - 12.7%
  • ზამბია - 10.8%

აღსანიშნავია, რომ სამეზობლოში სურსათის ფასების ზრდით თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზე საქართველო იქნება. კერძოდ, საქართველომ ინფლაციის 8.2%-იანი მაჩვენებლით 160 ქვეყანას შორის 21-ე ადგილი დაიკავა.

ამასთანავე, აზერბაიჯანში მოსალოდნელია სურსათის 6.8%-ით გაძვირება (26-ე ადგილი), რუსეთში 4.6%-ით (48-ე ადგილი), ხოლო სომხეთში 3.1%-ით (79-ე ადგილი).

www.bpn.ge