საქართველოში თევზისა და წყლის სხვა ორგანიზმების წარმოების პოტენციალი მხოლოდ ნაწილობრივაა ათვისებული.
„საქსტატის“ თანახმად, 2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში აკვაკულტურის მეურნეობების 90% ოჯახურ მეურნეობებზე მოდის, 10% კი საწარმოებზე და ეს თანაფარდობა 2019 წლის შემდეგ არ შეცვლილა. შესაბამისად, საქართველოში წარმოებული თევზის 61% სწორედ საოჯახო მეურნეობებიდან მოდის.
რეგიონებიდან აკვაკულტურის მეურნეობების ყველაზე დიდი წილი სამეგრელო-ზემო სვანეთზე მოდის (24.2%), სიაში მეორე ადგილს კახეთი იკავებს (22.6%), მესამეს კი - შიდა ქართლი (19.5%)
რაც შეეხება თევზის წარმოებას, საქართველოში 2022 წელს 2 791.7 ტონა თევზი აწარმოეს, რაც 2021 წლის მონაცემებს 69,4 ტონით ჩამორჩება. ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით ორაგულისებრთა თევზი იწარმოება, რომელთა უდიდესი ნაწილიც, 1 316.7 ტონა ცისარტყელა კალმახზე მოდის.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი თევზი კახეთსა (985,5 ტ.) და შიდა ქართლში (928.7 ტ.) მოდის და მსგავსი ტენდენცია წლების განმავლობაში ნარჩუნდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ კახეთში 2022 წელს, 2021-თან შედარებით, წარმოება 86,3 ტონით შემცირდა.
ქვეყანაში აკვაკულტურის მეურნეობების 90% ოჯახურ მეურნეობებზე მოდის - საქსტატი
შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს - ირაკლი კობახიძე
ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე - ირაკლი კობახიძე
საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელი საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება
,,ტყუილად ნუ წვალობთ! ხალხმა იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი" - ექსპრემიერი მე-6 წერილს აქვეყნებს
იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას და სწორ რელსებზე დაბრუნებას- ირაკლი კობახიძე