თბილისში უძრავი ქონების ქირის შემოსავლიანობა საშუალოდ 7.42%-ს შეადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას Global property guide აქვეყნებს და 80-ზე მეტი ქვეყნის ქალაქების რეიტინგს ავრცელებს.

მაღალი ქირის შემოსავლიანობა მიუთითებს, რომ უძრავი ქონების საინვესტიციო ღირებულება შესაბამის ქალაქში მიმზიდველია. რეიტინგში მოცემულია 1, 2 და 3 საძინებლიანი საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების საშუალო შემოსავალი.

შემოსავლიანობა გამოითვლება უძრავი ქონების საშუალო ფასებისა და გაქირავების ტარიფების გამოყენებით, რომლებიც ადგილობრივი უძრავი ქონების სიებიდან არის აღებული. 

ქირის შემოსავლიანობის რეიტინგში ტოპ5 ქალაქი შემდეგია  (მაისი, 2026 წელი):

ეგვიპტე, კაირო - 7.61%
უკრაინა, კიევი - 7.55%
კამბოჯა, პნომპენი - 7.54%
საქართველო, თბილისი - 7.42%
თურქეთი, სტამბოლი -7.32%