Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის თანახმად, პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 83% გაყიდულია.

აღსანიშნავია, რომ გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებით განხორციელდა.

Galt & Taggart-მა აგვისტოში სისტემური დეველოპერები გამოკითხა, რომელიც მოიცავდა 130-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს თბილისში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 45%-ს). გამოკითხვამ აჩვენა, რომ იმ პროექტებში, რომლებიც 2026 წელს, ასევე 2027-28 წლებში სრულდება ბინების 52%-ია გაყიდული.