პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 82 ხმით მიიღო „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი – ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„საკითხი განსახილველად ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა წარადგინა.

ცვლილებათა პროექტი კანონიდან იმ ნორმების ამოღებას ითვალისწინებს, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მართვას, სააგენტოს მართვის ორგანოს (საბჭოს) და აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილებებს ეხება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კონკურენციის სააგენტოში მმართველობითი ორგანოს, 5 წლის ვადით არჩეული 5-წევრიანი საბჭოს შექმნის თაობაზე კანონში არსებული ჩანაწერის გაუქმებას, რომელიც 2027 წლის 1 იანვარს უნდა შესულიყო ძალაში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.