2025 წლის 6 თვეში ქვეყანამ ოქროს ექსპორტიდან 59.3 მლნ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო, რაც 2024 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებთან შედარებით თითქმის 2%-იანი ზრდაა.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ექსპორტზე 1.1 ტონა ოქრო გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1.5 ტონა. შესაბამისად მოცულობის კუთხით ოქროს ექსპორტში 27%-იანი კლებაა. საქართველოში მოპოვებული დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს მთავარი საექსპორტო ბაზარი შვეიცარიაა, რომელზედაც ოქროს ექსპორტის 91%-ი მოდის. ხოლო თანხობრივად 88%-ი.
ქვეყნები, სადაც საქართველომ ოქრო გაყიდა:
- შვეიცარია - 52 328.7 ათასი დოლარი - 1.0 ტონა;
- თურქეთი - 5 847.0 ათასი დოლარი - 0.1 ტონა;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1 137.7 - 0.0 ტონა;
საგულისხმოა, რომ 2024 წელს ქვეყანამ ექსპორტზე 104 699.4 ათასი დოლარის ღირებულების 2.7 ტონა ოქრო გაიტანა.