მიმდინარე წელს ნიშის იმპორტმა და ასევე ექსპორტმა მნიშვნელოვნად დაიკლო. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 157.4 ათასი დოლარის ღირებულების 71.9 ტონა ნუში იყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 192.3 ტონა. კლება 63%-ია. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნუშის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია.
2025 წლის 6 თვეში საქართველოში ნუშის იმპორტი 2 ბაზრიდან განხორციელდა:
- აზერბაიჯანი - 59.0 ტონა - 101.8 ათასი დოლარი;
- აშშ - 12.9 ტონა - 55.6 ათასი დოლარი;
რაც შეეხება ნუშის ექსპორტს, აქ 83%-იანი კლებაა.
2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ექსპორტზე 56.5 ათასი დოლარის ღირებულების 13.0 ტონა ნუში გაყიდა. 2024 წლის 6 თვეში კი 75.9 ტონა. საქართველოსთვის ნუშის მთავარი და ერთადერთი ექსპორტიორი ქვეყანა სომხეთია.
წყარო: businessinsider.ge