მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის, „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები 2026“ პროგნოზის თანახმად, წელს საქართველოში 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდა იქნება.

2025 წელს მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა. 

2026 წელს მსოფლიო ბანკის პროგნოზები რეგიონის ქვეყნებისთვის:

  • საქართველო - 5.5%-ის ზრდა;
  • სომხეთი - 4.9%-ის ზრდა;
  • აზერბაიჯანი - 1.8%-ის ზრდა;
  • თურქეთი - 3.7%-ის ზრდა;
  • უკრაინა - 2%-ის ზრდა;
  • რუსეთი - 0.8%-ის ზრდა;
  • ყაზახეთი - 4.5%-ის ზრდა.