2025 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 5.0 პროცენტით. ინფორმაციას “საქსტატის“ აქვეყნებს.
მათ შორის:
⦁ საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.3 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8.9 პროცენტით;
⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.7 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 1.6 პროცენტით;
⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.5 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2.2 პროცენტით.
2025 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.3 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.18 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.0 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 17.8 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.0 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 3.62 და 1.23 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 23.1 პროცენტით.