ღვინის ეროვნული სააგენტოს და კორეისრესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ დეჯონში საერთაშორისოფესტივალზე "Daejeon International Wine Festival" ქართული ღვინის 8 მწარმოებლის, როგორც დიდიკომპანოების, ასევე მცირე მარნების ღვინო იყოწარმოდგენილი.
ქართული ღვინის მსგავს მასშტაბურ ღონისძიებებზე
წარდგენა ემსახურება საექსპორტო ბაზრებისდივერსიფიკაციას.
სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართველ ღვინისმწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარიპროდუქცია წარედგინათ ადგილობრივი ღვინისპროფესიონალებისთვის, რაც
ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის წინაპირობაა.
ფესტივალს კორეის რესპუბლიკაში საქართველოსსაგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუადაესწრო.
კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პირველიწარდგენა 2015 წელს გამოფენაზე „Seoul InterenationalWines and Spirits Expo“ გაიმართა. ამ წლების განმავლობაში განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ექსპორტი მზარდია: მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან კორეის რესპუბლიკაში 68 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 50%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.