„კიდევ იმედს იტოვებენ ევროპელები, იმიტომ, რომ მათ დიდი შრომა აქვთ ჩადებული ამ ქვეყნის განვითარებაში,“ - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და ამერიკისა თუ ევროპელი ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

„ტურიზმის წინააღმდეგი არავინ არ არის, მაგრამ ასიათასობით რუსია შემოსული და დასახლებული საქართველოში და ეს ტურიზმი არ არის. 33 ათასამდე ბიზნესია რეგისტრირებული, რომლის შესახებაც არავინ იცის, რა საქმიანობას ეწევიან.

ბიზნესი კარგია, მაგრამ გააკეთოს ეს ბიზნესი ფრანგმა, გერმანელმა, მითუმეტეს, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და 40 კილომეტრში რუსული ჯარი დგას. რუსეთთან მიმართებით დამთმობი ვერ ვიქნები, ერთხელ და საბოლოოდ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა და რაც მთავარია, ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ ეს. ჯერ დრო არის.

ბორელმა ზომიერად თქვა თავისი სათქმელი. კიდევ იმედს იტოვებენ ევროპელები, იმიტომ, რომ მათ დიდი შრომა აქვთ ჩადებული ამ ქვეყნის განვითარებაში. ამიტომ ყველა უნდა ვეცადოთ და ამ მდგომარეობიდან გამოვძვრეთ,“ - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

Bpn.ge