ოქტომბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფებულ პროდუქტებს და მომსახურებებს შორის არის ინტერნეტის გადასახადი, მეორე ადგილზე 31%-ით საზამთროა, მესამეზე კი ანტიბიოტიკები.
2024 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტად გაიაფებული პროდუქტები:
| ინტერნეტის გადასახდელი | -40% |
| საზამთრო | -31% |
| ანტიბიოტიკები | -26% |
| კიტრი | -22% |
| შპალერი | -18% |
| სიმინდის ფქვილი | -18% |
| კარტოფილი | -17% |
| ბავშვის კოლგოტი | -16% |
| ყურძენი | -16% |
| კომპიუტერი | -15% |