რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც პუტინის რეჟიმისა და საქართველოში მისი აგენტურის მსგავსად, ხშირად იყენებს პროპაგანდისრულ ნარატივს ქართველებთან "ერთმორწმუნეობის" თაობაზე, არაა წინააღმდეგი, ქვეყანაში სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა დაწესდეს.
პატრიარქი კირილი ამ პოზიციის გასამართლებლად იმაზე აპელირებს, რომ "ქრისტე სიკვდილით დასჯას არ გმობდა".
"რა თქმა უნდა, ეს უკიდურესი სასჯელია. იდეალური იქნებოდა, ადამიანები არ სჩადიოდნენ ისეთ დანაშაულებს, რომლისთვისაც შეიძლება, ამ სასჯელით დაისაჯონ, მაგრამ რაკი სჩადიან, სხვა გზა არ რჩება: თუკი ადამიანი საფრთხეს უქმნის საზოგადოებას და მისი იზოლირება შეუძლებელია, აუცილებელია მისი მოშორება. ეს, სხვათა შორის, საღმრთო სიტყვაშიცაა ნახსენები. ქრისტეს სიკვდილით დასჯის შემდეგ მოციქულებმა უარი განაცხადეს, ცოდვად ჩაეთვალათ ადამიანის სიკვდილით დასჯა მის მიერ ჩადენილი შესაბამისი დანაშაულისთვის. კიდევ ერთხელ ვიტყვი: ეკლესია სიკვდილით დასჯას მართალია, არ მიესალმებოდა, თუმცა არასოდეს დაუგმია და არც სადღეისოდ გმობს, თუკი ეს სასჯელი კანონს შეესაბამება" - განაცხადა კირილმა უკრაინის ომის ყოფილ მონაწილეებთან შეხვედრისას.