საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.17 მილიონი აშშ დოლარი (772.7 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 8.2%-ით (26.4 მილიონი აშშ დოლარი) ნაკლებია 2025 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 21.73%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა - 64.14 მილიონი დოლარი, რაც 8.17%-ით მეტია 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით. მეორე ადგილზეა იტალია (18.71%), საიდანაც გასულ თვეში 55.22 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 3.48%-იანი მატებაა.
მესამე ადგილზეა გერმანია (10.61%) 31.31 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 6.84%-იანი მატებაა.
რაც შეეხება რუსეთს, რომელიც ბოლო წლებში მუდმივად იყო სამეულში, მან მე-11 ადგილზე გადაინაცვლა 5.07 მილიონი დოლარით, ეს წინა წელთან შედარებით 87.74%-იანი კლებაა. აღსანიშნავია, რომ ივლისის ბოლოს, ევროკავშირის მხრიდან სანქციების 21-ე პაკეტის მიღების შემდეგ, რუსულმა საგადასახადო და ფინანსური სერვისების სისტემა Zolotaya Korona-მ საქართველოში ფულადი გადარიცხვები შეაჩერა.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- აშშ - $64.14 მილიონი.
- იტალია - $55.22 მილიონი.
- გერმანია - $31.31 მილიონი.
- საბერძნეთი - $28.24მილიონი.
- ისრაელი - $27.92 მილიონი.
- თურქეთი - $10.56 მილიონი.
- ესპანეთი - $10.26 მილიონი.
- ყაზახეთი - $8.04 მილიონი.
- გაერთიანებული სამეფო - $7.29 მილიონი.
- საფრანგეთი - $6.91 მილიონი.
- რუსეთის ფედერაცია - $5.07 მილიონი.
- ირლანდია - $5.06 მილიონი.
- აზერბაიჯანი - $2.98 მილიონი.
- კანადა - $2.92 მილიონი.
- ყირგიზეთი - $2.19 მილიონი
სებ-ის ცნობითვე, 2026 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.6 მილიონი აშშ დოლარი (88 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.8%-ით ნაკლებია.