საქართველოში სასტუმროების რაოდენობის ზრდა 2024 წელსაც გაგრძელდა. Galt & Taggart-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში სასტუმროების რაოდენობა 1%-ით 1200-მდე გაიზარდა, ხოლო ნომრების რაოდენობა 4%-ით 36 742-მდე.

„სებ-ის მიხედვით, 2024 წლის მე-3 კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 8.0%-ით გაიზარდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 6.5%-იანი ზრდაა. ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შესავლები 4.4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს (4.1 მლრდ აშშ დოლარი იყო 2023 წელს)“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.