მე თქვენი მოქალაქე არ ვიყავი, ანგარიშები შუა ანაკლიის პორტის მშენებლობაში რომ დამიხურეთ? - ამ კითხვით მიმართა, „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას "ტვ პირველის" ეთერიდან.
„ამ გადაწყვეტილებას ასაღებენ თითქოს ჩვენ მოქალაქეებს ანგარიშებს არ დაუხურავთო.
პარალელის გავლება არ მინდა ჩემ საქმესა და ამ შემთხვევას [ოთარ ფარცხალაძის] შორის, მაგრამ მე თქვენი მოქალაქე არ ვიყავი, ანგარიშები შუა ანაკლიის პორტის მშენებლობაში რომ დამიხურეთ?
მათ არც სასამართლო გადაწყვეტილება ჰქონდათ და არაფერი, მაგრამ ანგარიშები მე და ბადრი ჯაფარიძეს დაგვიხურეს, გარდა იმისა, რომ ყველა ქონება დაგვიყადაღეს“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რომ სანქცირებულ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღდგომოდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სანქციების აღსრულების წესში ცვლილება მიმართული არ არის კონკრეტული სახელების, გვარების დაცვისკენ, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს დაიცავს.