საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.5 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ინფორმაციის, მაისში კერძო სექტორის ბრუნვამ, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 11.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 5.2%-ით არის გაზრდილი.
"2023 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონების სექტორებში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
მაისში საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა
სომხური მხარე უარყოფს, რომ დემარკაციის პროცესში საქართველოს სოფელ ჯილიზას გადასცემს
სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ სომხეთი საქართველოს მოსაზღვრე სოფელ ჯილზას დაუბრუნებს- ფაშინიანი
სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადადის — სომხეთზე ევროკავშირის ნაბიჯმა რუსეთი გააღიზიანა
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა