წინასწარი შეფასებით, 2026 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.8 პროცენტით განისაზღვრა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, 2026 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.