მშენებლობის სექტორში კლების ტენდენცია - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაისის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებიდან ხდება ცნობილი.
დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკის ყველა დარგში, გარდა მშენებლობისა, ზრდა ფიქსირდება.
„2026 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში“, - წერს საქსტატი.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.4% შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.8% განისაზღვრა.