სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკული საინვესტიციო კომპანია General Atlantic-ის სტრატეგიული მრჩეველი გახდება, რომელიც სპორტულ ინდუსტრიაში ინვესტიციებს ზრდის. 

„ეს ჩემთვის ამ ტიპის პირველი პარტნიორობაა“, - განუცხადა მან Bloomberg-ს უიმბლდონზე. 

General Atlantic–ს უკვე აქვს წილი Grupo Aguilas–ში, რომელიც მექსიკური საფეხბურთო კლუბ Club America–ს და მეხიკოში მდებარე ლეგენდარული „აცტეკას“ სტადიონის მფლობელია.

საინვესტიციო კომპანია აპირებს ჩოგბურთელის კავშირების გამოყენებას ჯანსაღი ცხოვრების წესის სფეროში ინვესტიციების გაფართოებაში.

ვრცლად interfax  – ზე