საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკური მიმოხილვაში, რომელიც ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთს ეხება, ნათქვამია, რომ რეგიონის ქვეყნებმა რუსეთ-უკრაინის ომით მოკლევადიანი სარგებელი მიიღეს, თუმცა გადმორიცხვები და მიგრანტების ნაკადი წელს შემცირდება.
„რუსეთის ეკონომიკის შემცირებამ, კაპიტალისა და მიგრანტების დიდმა ნაკადმა ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა იქონია. გასულ წელს ეკონომიკური ზრდით რეგიონის ქვეყნებიდან სომხეთი ლიდერობდა, მეორე ადგილს კი საქართველო იკავებდა 10.1%-ით, მესამე ადგილზე ტაჯიკეთია 7.4%-ით. სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკა ჯამში 4.8%-ით გაიზარდა“, - ნათქვამია IMF-ის მიმოხილვაში.
გარდა ამისა, რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაც საქართველოსა შემთხვევაში ტურიზმის ზრდას უკავშირდება.
„მოსალოდნელია, რომ მიგრანტებისა და გადმორიცხვების ნაკადი 2023 წელს წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდეს, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს გააუარესებს“, - წერია მიმოხილვაში.
IMF-ის პროგნოზით, წელს რეგიონის ეკონომიკის ზრდა 4.2%-მდე შემცირდება, ხოლო 2024 წელს 4.5%-მდე გაიზრდება. სავალუტო ფონდის უცვლელად ტოვებს საქართველოს ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს 4%-ზე. გარდა ამისა, რეგიონის ქვეყნებში ინფლაცია 2023 წლისთვის 6.4%, ხოლო 2024 წელს 4%-მდე შემცირდება, ხოლო საქართველოში ის სამიზნე მაჩვენებელს 2025 წელს მიაღწევს.