„ჯი-თი გრუპ“ თბილსერვის ჯგუფის კიდევ ერთ ტენდერს უკონკურენტოდ იგებს. ტენდერი ამჯერადაც მიწისქვეშა ნაგვის ურნების შეძენას ეხება. შეგახსენებთ, რომ „ჯი-თი გრუპმა“ მაისში თბილსერვისის 10–მილიონიანი ტენდერიც უკონკურენტოდ მოიგო, რომელიც 200 ერთეული მიწისქვეშა ნაგვის ბუნკერის მიწოდებას გულისხმობდა.

ამჟამად ტენდერი 3.5 მლნ ლარის ღირებულებისაა და მოიცავს 70 ერთეული ნაგვის ბუნკერის მიწოდებას. ტენდერის დეტალური მახასიათებლები იხილეთ ბმულზე.

ნაგვის ბუნკერების საგარანტიო ვადად განსაზღვრულია 2 წელი.

როგორც წინა ტენდერში, ახლაც, 1 ბუნკერის ფასი განსაზღვრულია 50,000 ლარად.

„ჯი-თი გრუპ“ დაარსებულია 2005 წელს. ტენდერების მონიტორის ინფორმაციით მას 171 ტენდერში აქვს გამარჯვება მოპოვებული. მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება კი 187.7 მლნ ლარია.


gbc.ge