Electrek-ის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გამომუშავების კუთხით განახლებადმა წყაროებმა ქვანახშირს პირველად გადაუსწრეს. როგორც გამოქვეყნებული სტატიიდან ვიგებთ, ამ ისტორიული გარდატეხის მთავარი ფაქტორი მზისა და ქარის სადგურების რაოდენობის მკვეთრი ზრდაა.

Electrek-ი წამყვანი ენერგეტიკული ანალიტიკური ცენტრის, Ember-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში განახლებადმა წყაროებმა 5,072 ტერავატ-საათი ენერგია გამოიმუშავეს, ქვანახშირის მიერ გამომუშავებამ კი 4,896 ტერავატ-საათი შეადგინა.

Electrek-ის სტატიის თანახმად, განახლებადი ენერგიის კუთხით მსოფლიო ლიდერებად ბოლო პერიოდში ჩინეთი და ინდოეთი ჩამოყალიბდნენ. ჩინეთმა ქარის სადგურებით ელექტროენერგიით გამომუშავება 16%-ით გაზარდა, მზის სადგურებით კი - 43%-ით. პარალელურად კი, წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება 2%-ით შეამცირა. რაც შეეხება ინდოეთს, ქარის სადგურებით გენერირებული ელექტროენერგიის მოცულობა 31%-ით გაიზარდა, 29%-იანი მატება კი მზის ელექტროსადგურების კუთხით ფიქსირდება. ქვეყანამ ქვანახშირისა და გაზის მოხმარება 3.1%-ით შეამცირა.

სამაგიეროდ, წიაღისეული საწვავის გამოყენების კუთხით ზრდა ფიქსირდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, სადაც ქარისა და წყლის ელექტროსადგურები მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. ამერიკის შემთხვევაში, ქვანახშირის გამოყენება 17%-ით გაიზარდა, ევროპაში კი, გაზის შემთხვევაში 14%-ით, ქვანახშირის შემთხვევაში კი, 1.1%-ით.

bm.ge