ირანზე ისრაელის თავდასხმის დაწყების შემდეგ ფასები, ნავთობის გარდა, ოქროზეც მკვეთრად გაიზარდა.

ინფორმაციას Investing.com ავრცელებს.

კერძოდ, ოქრო 1.8%-ით გაძვირდა და უნციაზე 3.444 დოლარამდე შეადგინა. ოქროზე სპოტური ფასიც 1.18 %-ით გაიზარდა და 3.425 დოლარს გადააჭარბა.

რაც შეეხება ნავთობს, Brent-ის ფასი 6%-ზე მეტად, 6.29 აშშ დოლარით გაძვირდა და ბარელზე 73.65 დოლარამდე მიაღწია. West Texas Intermediate-ის (WTI) ნავთობის ღირებულებამ, თითქმის, 10%-ით, 6.43 დოლარით მოიმატა და 74,47 დოლარამდე შეადგინა.

ცნობისათვის, 12 ივნისის, გვიან ღამით ის­რა­ელმა­ ირა­ნის ბირ­თვულ პროგ­რა­მა­ზე დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის პრესს­პი­კე­რის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ელ­მა და­ი­წყო "პრე­ვენ­ცი­უ­ლი, ზუს­ტი, კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვა“ ირა­ნის ბირ­თვულ პროგ­რა­მა­ზე და­სარ­ტყმე­ლად. მისი თქმით, დარ­ტყმე­ბი იყო პა­სუ­ხი „ირა­ნის რე­ჟი­მის მხრი­დან ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე აგ­რე­სი­ა­ზე“. თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ათო­ბით გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ­მა თავ­დას­ხმის პირ­ვე­ლი ეტა­პი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რაც მო­ი­ცავს „ათო­ბით სამ­ხედ­რო სა­მიზ­ნე­ზე, მათ შო­რის ირა­ნის სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში ბირ­თვულ სა­მიზ­ნე­ებ­ზე დარ­ტყმებს“.

ირანის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, ისრაელმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

თავდასხმების გამო საჰაერო სივრცე დახურა როგორც ისრაელმა, ასევე, ირანმაც. დღეს დილით, ანალოგიური გადაწყვეტილება იორდანიამაც მიიღო.

თავდასხმების გამო უმსხვილესმა ავიაკომპანიებმა ფრენები გააუქმეს ირანში, ისრაელში, ერაყში, იორდანიასა და ლიბანში. ფრენები შეაჩერეს - Emirates airline-მა, Etihad Airways-მა და flydubai-მ.

წყარო: bpn.ge