საქართველომ და აზერბაიჯანმა დაადასტურეს მზადყოფნა რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელონ. ამის შესახებ Inter RAO-ს გამგეობის წევრმა ალექსანდრა პანინამ ჟურნალისტებს განუცხადა ARVE კონფერენციაზე.
მისი თქმით, აზერბაიჯანში გვითხრეს, რომ შეუძლიათ 250-300 მეგავატიანი დახმარების გაწევა, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას.
თუმცა პანინა აღნიშნავს, რომ საქართველო რუსულ მხარეს ელექტროენერგიის მიწოდებას წინასწარ ვერ ჰპირდება და საბოლოო გადაწყვეტილებას სიტუაციის მიხედვით მიიღებს.
ცნობისთვის, ოქტომბერში Inter RAO-მ საქართველოსა და აზერბაიჯანს ავარიული სიტუაციების დროს, მთლიანობაში, 600 მეგავატ ელექტროენერგიის იმპორტის თხოვნით მიმართა.