იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.8 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 13.2 პროცენტიანი კლება. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ფასები 13.8 პროცენტით შემცირდა სამთო- მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 13.4 პროცენტიანი კლება ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე - ფასების 87.1 პროცენტიანი კლება. რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 21.1 პროცენტიანი ზრდა.