საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა.
დღემდე არსებული პროგნოზი 5.3% იყო, შესაბამისად გაუმჯობესება 1.2 პროცენტული პუნქტია.
IMF-ის პრესრელიზში ნათქვამია, რომ გლობალურად მაღალი გაურკვევლობის მიუხედავად და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს.