ქვეყანაში ყველი და ხაჭოს იმპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 18 557.2 ათასი დოლარის ღირებულების 3 413.8 ტონა ყველისა და ხაჭოს იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2 886.1 ტონას შეადგენდა. ზრდა 18%-ია.
საქართველოში ყველისა და ხაჭოს მთავარი იმპორტი ქვეყანა თურქეთია, სწორედ მასზე მოდის ამ პროდუქტის იმპორტის 21%-ი.
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყველსა და ხაჭოს ყიდულობს:
- თურქეთი - 729.0 ტონა;
- გერმანია - 506.1 ტონა;
- რუსეთი - 499.3 ტონა;
- პოლონეთი - 365.2 ტონა;
- ბელარუსი - 214.1 ტონა;
აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე ქვეყანაში ყველისა და ხაჭოს იმპორტი იზრდება. შესაბამისად რეკორდული ამ მხრივ 2024 წელია იყო. 2024 წელს საქართველოში 6 236.7 ტონა ყველისა და ხაჭოს იმპორტი დაფიქსირდა.