2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ექსპორტზე $190 500-ის ღირებულების 21.46 ტონა ლოკოკინა გავიდა. ექსპორტი ევროპის ორ ქვეყანაში - საფრანგეთსა და იტალიაში განხორციელდა.
აქედან იტალიაში 7 ათასი დოლარის ღირებულების 1.22 ტონა ლოკოკინა გაიყიდა, ხოლო საფრანგეთში 183 000 დოლარის ღირებულების 20.24 ტონა ლოკოკინას რეალიზაცია მოხდა.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში წარმოებული ლოკოკინას ექსპორტი ორ წელს ითვლის. ქართული ლოკოკინა გასულ წელსაც ევროპაში გაიყიდა. 2022 წელს საფრანგეთსა და იტალიაში $263 500 დოლარის 44.30 ტონა ლოკოკინა გავიდა ექსპორტზე.
იმ ქვეყნების ნუსხას, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია, საქართველო ევროკომისიის რეგულაციის შესაბამისად, 2021 წლის დეკემბერში დაემატა.