2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 867.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტია. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.

„საქსტატის“ ცნობით, აქედან, ექსპორტი 1 723.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 23.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4 143.2 მლნ. აშშ დოლარს (შემცირდა 7.1 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ- მარტში 2 419.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია.

„2026 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (203.2 მლნ. აშშ დოლარი), ყირგიზეთი (190.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (145.5 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (657.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (592.5 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (487.6 მლნ. აშშ დოლარი)“, - წერია საქსტატის ინფორმაციაში.