2023 წლის მარტის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით HICP–ის (Harmonized Index Of Consumer Prices) ინდექსი 5.2%-ით არის გაზრდილი.

 

HICP -ის თანახმად, ყველაზე მაღალი ზრდა ჰორეკა სექტორშია, რომელიც წლიურად 11.7%-ით არის გაზრდილი, წლიურად 11.1%-ით არის გაზრდილი სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ფასები, ხოლო კომუნალური გადასახადების (საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები) ფასები 9.5%-ით.


მაღალი ზრდაა ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს (7.2%) სექტორის ჯგუფშიც. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ასევე განათლების სექტორი, რომლებმაც შესაბამისად 6.8%-ს შეადგინა.


HICP -ის მიხედვით, ჯანდაცვის სექტორს (-9.3%), ტრანსპორტის (-8.7%) და კავშირგაბმულობის (-3.5%) ჯგუფს კლება აქვს.

 

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. „საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით. HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.