სოციალური მომსახურების სააგენტო 4.6 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს. ტენდერი გულისხმობს, გორში, ჩუბინიშვილის ქუჩის მიმდებარედ, სოციალური მომსახურების სააგენტოს, შიდა ქართლის რეგიონალური სერვისს ცენტრის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადებას და მშენებლობას.

შენობა უნდა იყოს 2 სართულიანი - 1780 კვ.მ ფართით და 566 კვ.მ ტერასით. ასევე უნდა ჰქონდეს ეზო  1800 კვ.მ ფართის.

დეტალური დოკუმენტაციის მომზადების ვადა 3 თვეა, ხოლო სამშენებლო ვადა 1 წელი.  ჯამში ხელშეკრულების ხანგრძლივობა შეადგენს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 455 კალენდარულ დღეს.

ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით, კანდიდატს, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში უნდა ჰქონდეს დასრულებული მსგავსი შინაარსის სამუშაო, ღირებულებით არანაკლებ 1.5 მლნ ლარი. ასევე ბოლო სამი წლის განმავლობაში (2020, 2021, 2022 წწ.) ჯამში არანაკლებ 8 000 000 ლარის ფაქტობრივად შესრულებული შენობა-ნაგებობების სამშენებლო/სარემონტო/ სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

ტენდერში წინადადებების მიღება 26 აგვისტოს იწყება და 31 აგვისტოს 12:00 საათზე სრულდება.

gbc.ge