2022 წელს საქართველოდან 111.5 მლნ დოლარის მინერალური წყლები, 988.4 ათასი დოლარის მტკნარი წყლები და 82.7 მლნ ლარის გაზირებული უალკოჰოლო სასმელები გავიდა. უალკოჰოლო სასმელების ექსპორტ-იმპორტის შესახებ სტატისტიკა „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.

გასულ წელს 201 მლნ ლიტრი მინერალური წყლების, 2 მლნ ლიტრი მტკნარი წყლების და 122.6 მლნ ლიტრი გაზირებული უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება იმპორტს, 2022 წელს საქართველოში მილიონ დოლარზე მეტი 1.9 მლნ ლიტრის მინერალური წყლები, 81 ათასი დოლარის მტკნარი წყლები და 24.3 მლნ დოლარის გაზირებული უალკოჰოლო სასმელები შემოვიდა.