"ამ ქვეყანაში თუ ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის საქართველოს ხელისუფლება", - ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც ქვეყნის პირველმა  კანონმდებელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, საქართველოს პარლამენტი ყურადღებით აკვირდება მთავრობის აქტივობებს და იმედოვნებს, რომ მაღაროელების პრობლემები გადაიჭრება, თუმცა, იქვე დასძენს, რომ გამოწვევის სრული გადაწყვეტა რთულია, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის ფასებიდან და ტექნოლოგიებიდან გამომდინარე.

"იმედი მაქვს ისეთი გამოსვლის მოძებნა იქნება შესაძლებელი, რომელიც ყველას ინტერესში იქნება. მინდა მაღაროელებს და ჭიათურის მოსახლეობას ვუთხრა, რომ საქართველოს მთავრობა ზრუნავს, საქართველოს პარლამენტი ყურადღებით აკვირდება მთავრობის აქტივობებს და იმედია შეძლებისდაგვარად გადაწყვეტილება მონახული იქნება. ამ გამოწვევის სრული გადაწყვეტა რთულია, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის ფასებიდან და ტექნოლოგიებიდან გამომდინარე. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში თუ ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის საქართველოს ხელისუფლება, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ჭიათურელი მაღარროელები აქციას 28 თებერვლიდან უწყვეტად მართავენ. მაღაროელების მოთხოვნაა მთავრობამ გადაიბაროს პასუხისმგებლობა და „ჯორჯიან მანგანეზმა“ დატოვოს ჭიათურა. ასევე შეიქმნას მუშათა კლასის წარმომადგენლობა, რომელიც ჩართული იქნება მაღაროში დაგეგმარებისა და მართვის ნაწილში.