Galt & Taggart-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგზონი 5%-დან 6.8%-მდე გაზარდა. საინვესტიციო ბანკის განცხადებით, ეკონომიკური პროგნოზის გადახედვის მიზეზი მიმდინარე წლის ორ თვეში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო.
„წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 9.4%-ს მიაღწია. ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო პროფესიული და სამეცნიერო, IT, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სამთო სექტორების გაზრდილმა აქტივობამ, ხოლო წარმოების და სამშენებლო სექტორები შემცირდა.
თებერვალში მოსალოდნელზე ძლიერი ზრდის გამო, ჩვენ გავზარდეთ ჩვენი საბაზისო რეალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი 6.8%-მდე, წინა 5.0%-იანი პროგნოზიდან“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის ანგარიშში.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა, იანვარში კი მშპ-ს ორნიშნა 11.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ჯამში მიმდინარე წლის ორ თვეში ეკონომიკა 9.4%-ით არის გაზრდილი.