2024 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 24,8%-ით შემცირდა და 278,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2023 წლის აპრილში - 370,340 მლნ აშშ დოლარი იყო. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.
რაც შეეხება გადარიცხვებს, სებ-ის ინფორმაციით წელს აპრილში საქართველოდან 30,438 მლნ აშშ დოლარი გადარიცხა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 28,478 მლნ აშშ დოლარი.
2024 წლის აპრილში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა შემდეგი 10 ქვეყნიდან:
- რუსეთის ფედერაცია - 49,129 მლნ აშშ დოლარი
 - აშშ - 46,308 მლნ აშშ დოლარი
 - იტალია - 45,803 მლნ აშშ დოლარი
 - საბერძნეთი - 21,913 მლნ აშშ დოლარი
 - გერმანია - 20,710 მლნ აშშ დოლარი
 - ისრაელი - 19,894 მლნ აშშ დოლარი
 - ყაზახეთი - 12,254 მლნ აშშ დოლარი
 - თურქეთი - 8,086 მლნ აშშ დოლარი
 - ესპანეთი - 5,605 მლნ აშ დოლარი
 - ყირგიზეთი - 5,523 მლნ აშშ დოლარი