ბოლო დროს, ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ტრენდული პროდუქტის, ფსტის იმპორტი 582.1%-ით გაიზარდა.
კერძოდ, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 1.2 აშშ დოლარის 871 ტონა ფსტა შემოვიდა,მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 9.9 მლნ აშშ დოლარის 2,225 ტონა ფსტა. რაც რეკორდული მაჩვენებელია. იქამდე ყველაზე დიდი ოდენობა 3.1 მლნ აშშ დოლარი იყო 2018 წელს.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, ჩამონათვალი ასეთია:
აშშ - 8.6 მლნ აშშ დოლარის 1,417 ტონა;
თურქეთი - 1.01 მლნ აშშ დოლარის 692 ტონა;
ბელგია - 149.6 ათასი აშშ დოლარის 19.9 ტონა;
ირანი - 86.4 ათასი აშშ დოლარის 96 ტონა;
გერმანია - 1.2 ათასი აშშ დოლარის 50 კგ.
საუბარია ნაჭუჭიან ფსტაზე. რაც შეეხება ნაჭუჭგაცლილს, ქვეყანამ 6 თვეში მცირე რაოდენობის 11.4 ათასი აშშ დოლარის 750 კგ. შეიძინა.
bm.ge