Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის მიწოდებამ 7.6 ტვტ.სთ შეადგინა. აქედან 6.6 ტვტ.სთ ადგილობრივი გენერაცია (- 9.7% წ/წ), ხოლო 1.0 ტვტ.სთ (+13.0% წ/წ) იმპორტი იყო.
2025 წლის პირველ იანვარ-ივნისში ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა წლიურად 41%-ით 0.4 ტვტ.სთ-მდე შემცირდა.
მათივე ცნობით, ადგილობრივი წყაროებიდან დაიკლო როგორც ჰესების, ისე თბოსადგურების
გამომუშავებამ; ხოლო თბოსადგურსა და იმპორტს შორის არჩევანი ფასის მიხედვით გაკეთდა.
ელექტროენერგიის ექსპორტის შემცირება ძირითადად თურქეთში ფასების კლებას უკავშირდება, რის გამოც ექსპორტიორების მხრიდან დენის გაყიდვის ინტერესი ნაკლები იყო.
2025 წლის პირველ ნახევარში ექსპორტის მოცულობა შემცირდა 0.4 ტვტ.სთ-მდე (-41.4% წ/წ), ხოლო საშუალო საექსპორტო ფასი კვტ.სთ-ზე 4.3 აშშ ცენტამდე (-4.0% წ/წ). შედეგად ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები თითქმის განახევრდა (-43.8% წ/წ) და 19.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ელექტორენერგიის მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ თურქეთია 82%-იანი წილით.