2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულ იქნა - 147,973 TEU, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 46%-იან მატებას წარმოადგენს. აქვე აღსანიშნავია, რომ ფოთის ნავსადგურში, მარტის თვეში დაფიქსირებული მაჩვენებელი - 52,475 TEU აჭარბებს 2019 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს - 51,272 TEU.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-იან ზრდა გვაქვს გენერალური ტვირთების მიმართულებითაც: 2023 წლის პირველ სამ თვეში ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში გენერალურმა ტვირთმა 1,229,548 ტონა შეადგინა. აქედან: ბათუმში გადამუშავდა 107,176 ტონა, ფოთში - 115,589 ტონა.
საქართველოს ნავსადგურებში 39%-ით შემცირებულია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობა
1,190,301 ტონა, რაც განპირობებულია ბაქო-სუფსის მილსადენის ფაქტორით, შესაბამისად სუფსის ნავთობტერმინალს 2022 წლის აპრილიდან აღარ მიიუღია გემები (ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 2 გემი დამუშავდა 2023 წლის თებერვალში).
წინა წელთან შედარებით 23%-იანი კლების მაჩვენებელი ფიქსირდება ასევე ნაყარი ტვირთების კუთხითაც, რომლის რაოდენობამ ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში 917,706 ტონა შეადგინა. თუმცა ზოგადი კლების მიუხედავად, ბათუმში ნაყარი ტვირთის მოცულობა შენარჩუნდა (ბათუმი - 325,368 ტონა) და შარშანდელთან შედარებით 0.5%-ით კი გაიზარდა. აქვე, ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ 2022 წელს წინა წელთან შედარებით ნაყარი ტვირთების 112%-იანი ზრდა გვქონდა.