ევროკომისიის დაკვეთით, საქართველოში "ევრობარომეტრის" კვლევა ჩატარდა, რომლის საველე სამუშაოები 2025 წლის 10 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრამდე პერიოდში მიმდინარეობდა. პირისპირ ინტერვიუს ფორმით გამოიკითხა 1002 ადამიანი გამოიკითხა.

გამოკითხვის მიხედვით, ქართველი რესპონდენტებისათვის გაცილებით უფრო აქტუალურია უმუშევრობისა და განათლების საკითხები. ევროკავშირში ეს მაჩვენებელი 31%-ია.

უმუშევრობა საქართველოში ქვეყნის უმთავრეს პრობლემად გამოკითხულთა 24% -ის მიერ სახელდება, ევროკავშირში მხოლოდ 8%-ი ფიქრობს ასე.

საქართველოში განათლება ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად რესპონდენტთა 20%-ის მიერაა დასახელებული, ევროკავშირში კი მხოლოდ 7% ფიქრობს ასე.

ცნობისთვის, ევრობარომეტრით გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია