უნგრეთი კვლავ ბლოკავს უკრაინის პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში და უარს ამბობს მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე, რაც საჭიროა ამ კლასტერების გახსნისთვის, - ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უნგრეთი ამჟამად უკრაინისთვის მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნას მხარს არ უჭერს.

„წევრი სახელმწიფოების პოზიციები არ შეცვლილა: მეორე და მესამე კლასტერების - „შიდა ბაზარი“ და „კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა“ - სკრინინგის შედეგები ჯერ არ დამტკიცებულა, განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ „უკრაინსკაია პრავდას”.

შეგახსენებთ, მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცების პროცესი 2026 წლის ივლისში დაიწყო. თუმცა, 17 ივლისს უნგრეთმა დაბლოკა უკრაინის შესახებ გადაწყვეტილება, თუმცა მოლდოვისთვის მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებას დათანხმდა. ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ვარიანტს, რომელიც მოლაპარაკებების პროცესში უკრაინისა და მოლდოვას გაყოფას ითვალისწინებდა.