მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა 5.1 ათას დოლარს გადააჭარბა.

კერძოდ, Gold Price-ის მონაცემებით, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 5 172 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 22 დოლარით მატებაზე მიუთითებს.

ამავე მონაცემების მიხედვით, ძვირფასი ლითონი დღის ჭრილში 1.9%-ით, ხოლო ბოლო ერთ თვეში 4.2%-ით გაძვირდა. ამასთანავე, წლიურად ძვირფასი ლითონის ფასი 74%-იან ზრდას აჩვენებს.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში დღეს 464 ლარის ფარგლებში მერყეობს. აღსანიშნავია, რომ გასულ დღეებში გრამის ფასი 463 ლარი იყო, რაც დღის ჭრილში ოქროს მცირედით, 1 ლარით გაძვირებაზე მიუთითებს.

www.bpn.ge